პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი - საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (IFG)

4 მარტი 2022

 

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (IFG) აცხადებს განაცხადების მიღებას პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად.

 

პოსტ-სადოქტორო მობილობის პროგრამა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. მას საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა და  ყოველწლიურად ორ ქართველ მკვლევარს  შესალებლობას აძლევს, საფრანგეთში,  ერთთვიანი სამეცნიერო საქმიანობისთვის დაფინანსება მოიპოვოს.

პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:

კვლევით სტიპენდიას 2000 ევროს ფარგლებში;

-  ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

-  დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც მინიჭებულია საქართველოში ან სხვა ქვეყანაში და ხარისხის მინიჭებიდან გასულია არაუმეტეს 12 წელი;

დეტალური CV ქართულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე;

სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე;

მასპინძელი დაწესებულების ან კვლევის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი;

დეტალურად აღწერილი კვლევითი პროექტი უნდა ატვირთოთ ონლაინ განაცხადის სახით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე ინგლისურ (ან ფრანგულ) და ქართულ ენებზე;

 

- განმცხადებელი უნდა ფლობდეს საქართველოს მოქალაქეობას.

განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 7 აპრილამდე.

განაცხადების წარდგენა ხდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდშიშედეგები გამოცხადდება 2022 წლის მაისის ბოლოს.

 

კვლევითი მობილობის პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება 2022 წლის 14 მარტს.  რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა.

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშესქალბატონ ნასტასია დომპსს შემდეგ მისამართზე: nastasia.dhomps@institutfrancais.ge


გისურვებთ წარმატებას!