ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია SCHOLA EMPIRICA გიწვევთ 2022 წლის პრაღის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
პრაღის საზაფხულო სკოლა არის შვიდდღიანი აკადემიური პროგრამა, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ეროვნების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
საზაფხულო სკოლა ჩატარდება 1-8 ივლისს, პრაღაში, და მოიცავს შემდეგ თემებს:
- Summer School on Law, Crime, and Psychology
- Summer School on Conscious Business: From Greed to Sustainability
- Summer School on China: A World Superpower: Myth or Reality?
- Summer School on Development, Sustainability, and Globalization
- Summer School on Education: The Future of School
- Summer School on Behavioral Economics and Psychology
პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 790 ევროს.
პროგრამის საფასური მოიცავს:
- სასწავლო და საკითხავ მასალას;
- საცხოვრებელ ხარჯებს;
- საუზმეს, ლანჩს და ყავის შესვენებებს;
- პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებსა და რუკებს;
- კულტურულ ვიზებს, სოციალურ პროგრამებს, და სპეციალურ ღონისძიებებს.
პროგრამის საფასური არ ფარავს მგზავრობის ხარჯებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონლაინ სააპლიკაციო პროცესი მოცემული ბმულის მეშვეობით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე: info@scholaempirica.org