ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა „Youth of Excellence Scheme of China“ 2027-2028 აკადემიური წლისთვის

7 ნოემბერი 2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა (China Scholarship Council – CSC) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას „Youth of Excellence Scheme of China“ 2027-2028 აკადემიური წლისთვის. პროგრამის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე.

 

  • სწავლების ენა: ინგლისური;
  • დაფინანსება: სრული სტიპენდია;
  • ხანგრძლივობა: პროგრამების უმეტესობის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური წელია (12 თვე). ზოგიერთი პროგრამა ხორციელდება „1+1“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი პირველი აკადემიური წლის განმავლობაში სწავლობს ჩინეთში, ხოლო მეორე წელს საკუთარ ქვეყანაში აგრძელებს კვლევით საქმიანობასა და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას. აკადემიური ხარისხი ენიჭება სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შემდეგ;
  • სასწავლო ადგილები და პროგრამები: პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 200 სასწავლო ადგილი და ხელმისაწვდომია 92 სამაგისტრო ქვეპროგრამა ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის: პეკინის უნივერსიტეტში (Peking University), ცინგჰუას უნივერსიტეტში (Tsinghua University), ფუდანის უნივერსიტეტში (Fudan University), ჭეძიანგის უნივერსიტეტში (Zhejiang University), შანხაის ძიაო ტუნგის უნივერსიტეტში (Shanghai Jiao Tong University), ნანკინის უნივერსიტეტში (Nanjing University) და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

საკონკურსო მოთხოვნები კანდიდატებისთვის

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • მოქალაქეობა: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს;
  • განათლება: უნდა ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს;
  • სამუშაო გამოცდილება: უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთა განათლება და პროფესიული გამოცდილება შეესაბამება მათ მიერ შერჩეული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებას;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა: უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • პროფესიული სტატუსი: უნდა მიეკუთვნებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:

 

    • საშუალო ან მაღალი რგოლის სახელმწიფო მოხელე;
    • დაწესებულების ან საწარმოს მაღალი რგოლის მენეჯერი;
    • უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალი;
    • საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების მქონე პირი.

 

  • წინასწარი ჩარიცხვის წერილი (Pre-admission Letter): განაცხადის წარდგენის მომენტისთვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შერჩეული უნივერსიტეტის მიერ გაცემული წინასწარი ჩარიცხვის წერილი. აღნიშნული დოკუმენტი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მინიჭების ან მისი მიღების გარანტიის შესახებ.

 

განაცხადის წარდგენა


განაცხადის შევსება ხორციელდება ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო სისტემის მეშვეობით.

 

განაცხადის შევსებისას მიუთითეთ:

 

  • Scholarship Type: Type A
  • Agency Number: 1563
  • Program: Youth of Excellence Scheme of China

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2027 წლის 29 მარტი.

 

შერჩევის პროცესი

 

  1. პირველადი შეფასება: CSC ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტაციას და კანდიდატის შესაბამისობას პროგრამის მოთხოვნებთან.
  2. ექსპერტული შეფასება: ექსპერტთა კომისია განიხილავს განაცხადებს და განსაზღვრავს ჩარიცხვის შედეგებს.

 

მნიშვნელოვანი ვადები

 

  • 2027 წლის იანვარი-მარტი: დოკუმენტაციის მომზადება და წინასწარი ჩარიცხვის წერილის მოპოვება
  • 29 მარტი: ონლაინ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა
  • მაისი: დოკუმენტების განხილვა
  • ივნისი: შედეგების გამოცხადება
  • ივლისი-აგვისტო: სასწავლო ვიზის აღება ჩინეთის საელჩოში ან საკონსულოში
  • სექტემბერი: სწავლის დაწყება ჩინეთში

 

პროგრამების სრული ჩამონათვალისა და უნივერსიტეტების ვებგვერდების ბმულებისთვის იხილეთ მოცემული ბმული.

 

გისურვებთ წარმატებებს!