ISCTE Business School (IBS), პორტუგალია, აცხადებს განაცხადების მიღებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება 2027 წლის 5 - 15 იანვარს, ლისაბონში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ერთ ან ორივე შემოთავაზებულ კურსზე:
- Innovation Strategy with AI (9:30 am - 12:30 pm) - 6 ECTS
- Cross Cultural Communication and Negotiation (2:30 pm - 5:30 pm) - 6 ECTS
პროგრამაში მონაწილეობის საფასური:
Early Bird ტარიფი - 15 ნოემბრამდე:
- 1 კურსი - 1 100 EURO;
- 2 კურსი - 1 980 EURO;
15 ნოემბრის შემდეგ საფასური იზრდება 10 %-ით
საფასურში შედის სალექციო კურსი, სასწავლო მასალები, ბიბლიოთეკისა და Iscte-ს ინფრასტრუქტურით სარგებლობა, მისასალმებელი ღონისძიებები, ლისაბონის ღირსშესანიშნაობების ნახვა, სპორტის დღე სანაპიროზე, გამოსაშვები ცერემონია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ საფასურში არ შედის ავიაბილეთები, საცხოვრებელი, დაზღვევა და სხვა პირადი ხარჯები. აღნიშნულ ხარჯებს ფარავს თავად სტუდენტი.
კურსები ტარდება ინგლისურ ენაზე. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ECTS კრედიტებისა და ნიშნების დამადასტურებელი ტრანსკრიპტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს ან მიმართეთ საკონტაქტო პირს მოცემულ მეილის მისამართზე: short-term.ibs@iscte-iul.pt
პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტები გთხოვთ დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე. რეგისტრაციის ბოლო თარიღი: 18 დეკემბერი, 2026.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. შერჩევის შემთხვევაში, გაგზავნამდე სკოლის ადმინისტრაციასთან გაიარეთ შესაბამისობის საკითხი.
გისურვებთ წარმატებას!
