KEDGE საერთაშორისო ზამთრის სკოლის პროგრამა 2027

12 ოქტომბერი 2026

გაცნობებთ, რომ საფრანგეთის ქეჯის ბიზნესის სკოლა (KEDGE Business School) კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს ზამთრის სკოლის პროგრამაში „KEDGE International Winter School“ მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა გაიმართება 2027 წლის 11–22 იანვარს, პარიზში, საფრანგეთში.

 

პროგრამის ხანგრძლივობა ორი კვირაა და მოიცავს ორ სალექციო კურსს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, დღეში 6 საათის განმავლობაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ როგორც ორივე კურსი, ისე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი:

 

  • პირველი კვირა: ბიზნესინტელექტი და ანალიტიკა (Business Intelligence and Analytics) — 2027 წლის 11–15 იანვარი, 5 ECTS კრედიტი;
  • მეორე კვირა: მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნა რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენებით (Creating Customer Value with Disruptive Technologies) — 2027 წლის 18–22 იანვარი, 5 ECTS კრედიტი.

 

პროგრამის საფასური და დაფინანსება

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. სტუდენტები იხდიან მხოლოდ პროგრამის ადმინისტრაციულ მოსაკრებელს, 100 ევროს ოდენობით, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება მგზავრობის, სამოგზაურო დაზღვევის, საცხოვრებლისა და პირადი ხარჯები. აღნიშნული ხარჯების დაფარვა სტუდენტებს თავად მოუწევთ.

 

შესარჩევი კონკურსი და საჭირო დოკუმენტები

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევის ეტაპი და 2026 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით და ელექტრონული ფორმით წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA — 3.0);
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტების აღება შესაძლებელია A2 ოთახში, პირველი სართული.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სააპლიკაციო პროცესი, პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები, დაგეგმილი კულტურული აქტივობები და კურსების სილაბუსები.

 

ECTS კრედიტების აღიარება

 

პროგრამის ფარგლებში მიღებული ECTS კრედიტების აღიარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შესაბამისობა ზამთრის სკოლის კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს შორის.

 

კურსების პროგრამული შესაბამისობა უნდა დადგინდეს გამგზავრებამდე,  სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, სტუდენტის პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კრედიტების აღიარებისთვის სტუდენტმა პროგრამის დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს მიღებული შეფასებების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი).

 

გისურვებთ წარმატებას!