გაცნობებთ, რომ TBS Education (Toulouse Business School) აცხადებს სტუდენტების მიღებას 2027 წლის საერთაშორისო ზამთრის სკოლაში (International Winter School Program) მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა გაიმართება 2027 წლის 3–23 იანვარს საფრანგეთის ორ ქალაქში - პარიზსა და ტულუზაში და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაიარონ ინგლისურენოვანი კურსები და გაეცნონ საფრანგეთის კულტურასა და ბიზნესგარემოს.
პროგრამის თარიღები:
- პარიზი: 3–13 იანვარი, 2027
- ტულუზა: 13–23 იანვარი, 2027
შემოთავაზებული კურსები
პარიზის კამპუსი:
- Luxury Brand Management
- International Marketing
- Cultural Project Management
- AI, Innovation, and Europe: The Invisible Half
ტულუზას კამპუსი:
- Workplace Leadership
- Intercultural Communication
- AI-Driven Business Models
- Supply Chain Resilience
თითოეული კურსის ფარგლებში გაიცემა 7 ECTS კრედიტი. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი კურსი თითოეულ კამპუსში და ჯამში დააგროვონ 14 ECTS კრედიტი.
სასწავლო კომპონენტთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.
პროგრამის საფასური მოიცავს საცხოვრებელს პარიზსა და/ან ტულუზაში, ადგილობრივ ტრანსპორტირებას (აეროპორტიდან ტრანსფერის გარდა), მისასალმებელ საორიენტაციო შეხვედრას, კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს, ფრანგულ კომპანიებთან შეხვედრებსა და ვიზიტებს, სტუდენტურ სოციალურ ღონისძიებებს, ასევე პარიზიდან ტულუზაში მგზავრობას სრული პროგრამის მონაწილეებისთვის. პროგრამის საფასურში ასევე შედის პროგრამის დასრულების სერტიფიკატი, ნიშნების ფურცელი, პროგრამის დაწყებამდე და მიმდინარეობისას პერსონალის მხარდაჭერა, დასკვნითი ღონისძიება და სხვა დაგეგმილი აქტივობები.
პროგრამის საფასური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის:
- სრული ზამთრის სკოლა (პარიზი და ტულუზა): 4,410 €
- მხოლოდ პარიზის პროგრამა: 2,740 €
- მხოლოდ ტულუზას პროგრამა: 2,100 €
პროგრამის საფასური მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებებსა და აქტივობებს.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 27 ნოემბერი, 2026.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ გაეცნონ პროგრამის დეტალებს TBS Education-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ან მიმართონ საკონტაქტო პირს მოცემულ მეილის მისამართზე: international.tbs@tbs-education.fr
გისურვებთ წარმატებას!
