ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა (MEIG) 2027-2028

29 ოქტომბერი 2026

შვეიცარიის საელჩო საქართველოში აცხადებს მიღებას ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე (Master of Advanced Studies in European and International Governance - MEIG) 2027-2028 აკადემიური წლისთვის. პროგრამა ჟენევის უნივერსიტეტის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისთან თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა შეავსონ განაცხადი.

 

პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სფეროში ცოდნის გაზიარება და ამ სფეროში ლიდერობისთვის საჭირო პროფესიული უნარების განვითარება. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს და მოიცავს 11 მოდულს (მათ შორის ადამიანის უფლებები და მიგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება, ციფრული მმართველობა, საერთაშორისო ვაჭრობა და განვითარება, კლიმატის ცვლილება). სასწავლო წელი იწყება 2027 წლის სექტემბერში და მთავრდება 2028 წლის ივლისის დასაწყისში.

 

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი დისციპლინის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის, საჯარო მმართველობისა და არასამთავრობო სექტორის საწყისი და საშუალო დონის პროფესიონალებისთვის.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოამზადონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • განაცხადის ფორმა (ხელმოწერილი)
  • CV ინგლისურ ენაზე, პორტრეტული ფოტოთი
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • უახლესი დიპლომის ასლი და ტრანსკრიპტი (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე სერტიფიცირებული თარგმანით)
  • პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
  • motivation letter ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 500 სიტყვა)
  • TOEFL-ის, IELTS-ის ან Cambridge-ის სერტიფიკატი

 

პროგრამის საფასური: 25 000 შვეიცარიული ფრანკი (CHF), რომელშიც შედის რეგისტრაციამდე გადასახდელი 3 000 ფრანკიც.

 

საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ODA-ს მიმღები ქვეყნის მოქალაქეებს, შეუძლიათ შეზღუდული რაოდენობის სტიპენდიებზე განაცხადის შეტანა. სტიპენდია ძირითადად სწავლის საფასურს ფარავს. სტიპენდიაზე განაცხადის შესატანად, საჭიროა დამატებითი განაცხადის ფორმა, ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სტიპენდიის სამოტივაციო წერილი (მაქს. 500 სიტყვა).

 

განაცხადის წარდგენის ვადები:

 

  • პირველი ვადა: 2026 წლის 15 ნოემბერი
  • მეორე ვადა: 2026 წლის 20 დეკემბერი
  • მესამე ვადა: 2027 წლის 15 თებერვალი

 

სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 დეკემბერი.

 

დოკუმენტები იგზავნება მითითებულ ელფოსტაზე: [email protected] 

 

დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმებისთვის ეწვიეთ  პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს.

 

გისურვებთ წარმატებას!