ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება

23 ივნისი 2025

21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების პროფესიული და აღმასრულებელი განვითარების ცენტრის ინტენსიური პროგრამის - „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“ - დასკვნითი ღონისძიება.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორი პასკალმა მონაწილეებს გადასცა სერტიფიკატები. მან ასევე მადლობა გადაუხადა მათ აქტიური ჩართულობისათვის.

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის რეგიონში ფინანსურ სექტორში დასაქმებულმა 30-ზე მეტმა ქალმა პროფესიონალმა. მონაწილეები წარმოადგენდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერები არიან.

 

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის დასრულების შემდეგაც, ჰარვარდის წამყვანი პროფესიონალები განაგრძობენ კურსდამთავრებულების მენტორობას დისტანციური ფორმატით, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ მიერ მიღებული ცოდნის ეფექტიან და პრაქტიკულ გამოყენებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი კვლავაც აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც მიზნად ისახავს არა მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის გაძლიერებას, არამედ რეგიონში უნიკალური პროგრამებისა და ინიციატივების მეშვეობით სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას.