გდანსკის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

23 ივლისი 2022

 

18-22 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, გდანსკის  უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Gdansk, Poland), დელეგაციას უმასპინძლა

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ გდანსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დირექტორი დომინიკა ბრულინსკა, ერაზმუს+ ის პროგრამის კოორდინატორი ევა შმურზინსკა, სამართლისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმომადგენლები: მაგდალენა კიეფერი, მიხალ შიპნევსკი და პჟემისლავ პანფილი, ასევე, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წარმომადგენელი ჟანა სლადკიევიჩი და მონიკა ზდროიკი, კომუნიკაციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი

 

მობილობის ფარგლებში სხვა და სხვა ტიპის შეხვედრა დაიგეგმა, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და შეაფასეს განვლილი აკადემიური წელი და განხორციელებული მობილობები უნივერსიტეტების  ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის. ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად საჭირო აქტივობებისა და სტრატეგიის შემუშავებაზე.

 

გდანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ კავკასსიის უნივერსიტეეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს თამთა ბუთხუზს, სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მარიამ ოქრუაშვილს და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მენეჯერს, ნანა მიხანაშვილს

 

გდანსკის უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია პოლონეთში