რენის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

20 თებერვალი 2023

20 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა რენის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელს პოლინ კოჟანს უმასპინძლა.ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუასთან, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან - ელენე ჯღარკავასთან, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან - ქეთევან კარბაიასთან. მხარეებმა არსებულ თანამშრომლობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს მიმდინარე სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, აგრეთვე განიხილეს ერთობლივი სტრატგიული გეგმა პროგრამის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებისა და ერთობლივი მარკეტინკული აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა პირველი პრეცედენტია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის  ერთობლივი აკადემიური ხარისხი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

რენის ბიზნესის სკოლას, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, ქალაქ რენში, მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.