სიახლეები

23
ივნ
ნეო სამეცნიერო მედიცინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტი

16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა, ნეო სამეცნიერო მედიცინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ინდოეთი (Neo Institute Of Medical Sciences And Technology, India) დირექტორს, დოქტორ ბ. დივია სუნითა რაჯს (Dr B Divya Sunitha Raj), ოპერაციების მთავარ მენეჯერს, ბატონ ვ. შრი როჰიტსა (Mr V Sri rohit) და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ანიმშას (Animisha) უმასპინძლა.

23
ივნ
მემორანდუმის გაფორმება კავკასიის უნივერსიტეტსა და The White Medical College & Hospital შორის

12 მაისს, ინდოეთში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კავკასიის უნივერსიტეტსა და ინდოეთის  The White Medical College & Hospital-ს შორის.

21
ივნ
AUF-ის რეგიონული დირექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს AUF-ის რეგიონული დირექტორი, მუჰამედ კეტატა და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ღარიბაშვილი ეწვივნენ.

 

20
ივნ
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის, პოლონეთი

კავკასიის უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს, პოლონეთი, (University of Warsaw, Poland) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

19
ივნ
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ვანდეს კათოლიკურ უნივერსიტეტთან

კავკასიის უნივერსიტეტსა და ვანდეს კათოლიკურ უნივერსიტეტს, საფრანგეთი (ICES Catholic University of Vendée), შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

16
ივნ
Erasmus+ პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

12-16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, გდანსკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Gdansk, Poland) სამართლისა და ადმინისტრირების და ენის ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Economics in Katowice, Poland) პროფესორს, საერთაშორისო ეკონომიკის დეპარტამენტიდან, Erasmus + აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.

16
ივნ
საორიენტაციო შეხვედრა მედიცინის პროგრამის სტუდენტებისათვის

16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიცინის პროგრამის უცხოელი სტუდენტებისათვის, მორიგი საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.

09
ივნ
პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5-9 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტერამოს უნივერსიტეტის, იტალია (University of Teramo, Italy) პროფესორ ნიკო ბორტოლეტოსა (Nico Bortoletto) და კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, პორტუგალია (Polytechnic University of Castelo Branco, Portugal) წარმომადგენლებს - კონსეისაო ბაპტისტას და ჯოაო პედრო ლუზს (Conceição Baptista, Joāo Pedro Luz) Erasmus + აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.

 

05
ივნ
ტერამოს უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტერამოს უნივერსიტეტის, იტალია (University of Teramo, Italy) სამართალმცოდნეობის პროფესორს - ომარ მაკიმოვ პალოტას (Omar Makimov Palotta) Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.

31
მაი
ლიეტუვის უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა, კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Kauno Kolegija University of Applied Sciences) და ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Vilniaus Kolejiga University of Applied Sciences)  წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ისწავლე ლიეტუვაში“ (Study in Lithuania) სააგენტოს წარმომადგენლებიც.