20 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითმა ცენტრმა წარმატებით უმასპინძლა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „ნატო და ახალი მსოფლიო წესრიგი: გამოწვევები და პერსპექტივები“.
სიახლეები
მარ
მარ
თენგიზ ვერულავას და ანა ჩხეიძის ნაშრომი რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის „ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული მიდგომები ჰოსპიტალურ სექტორში” შედეგები.
მარ
თენგიზ ვერულავას ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „სიმართლის მაცნე“ გამოქვეყნდა
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „სიმართლის მაცნე“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის “გენომის რედაქტირების ობიექტურ და პროცესულ რეგულირებას შორის ბალანსი ევროკავშირის ქვეყნებში” შედეგები.
თებ
თენგიზ ვერულავას და თინათინ ცაავას ნაშრომი რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ეკონომისტი“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის „ფარმაცევტული მარკეტინგის გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე: ეთიკური გამოწვევები და რეგულირების პერსპექტივები“ შედეგები.
თებ
პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღე
19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრმა ტრადიციულად პლაგიატის პრევენციის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ვებინარი გამართა სტუდენტებისთვის. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხების განხილვა კვლევის ეთიკის კონტექსტში და სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ეთიკის სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით.
თებ
თენგიზ ვერულავას ნაშრომი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნეში“ გამოქვეყნდა
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის „საბჭოთა ჯანდაცვის სისტემის კრიზისი: მიზეზების ანალიზი“ შედეგები.
იან
თენგიზ ვერულავას, რევაზ ჯორბენაძის და გიორგი კურტანიძის ნაშრომი რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში„ეკონომიკა და ბიზნესი“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევის „მსგავსი დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მეთოდის შემოღება საქართველოში და მისი გავლენა სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობაზე“ შედეგები.
იან
2024-2025 აკადემიური წლის საუკეთესო მეცნიერი
28 დეკემბერს, 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევითი აქტივობის კუთხით საუკეთესო შედეგების მქონე მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
იან
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს კვლევითი საქმიანობის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში აპლიკაციების მიღებას
საგრანტო კონკურსის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს მისცეს შესაძლებლობა, რომ განახორციელოს ფუნდამენტური, გამოყენებითი და სწავლა-სწავლების საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებული კვლევები. გარდა ამისა, აღნიშნულმა კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს საუკეთესო სამაგისტრო/სადოქოტორო საფეხურის სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში.
იან
შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან კვლევითი პროექტების შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ
9 იანვარს, კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტმა საკონსულტაციო შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან კვლევითი საქმიანობის შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ.
