კომპანია კაპაროლ ჯორჯიამ, კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტებისთვის ლექციათა ციკლი ჩაატარა, თემაზე - „სისტემური გადაწყვეტები კაპაროლისგან“.
ლექციების ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ საფასადე და ინტერიერში გამოსაყენებელი მასალების მეთოდოლოგიას, სისტემურ გადაწყვეტებსა და ტექნოლოგიებს.
ლექციათა ციკლის დასრულების შემდეგ კომპანია კაპაროლსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, სტუდენტების სტაჟირების და პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების ამაღლების მიზნით. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ,,კაპაროლ ჯორჯია’’-ს დირექტორმა ბორის გამრეკელმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.