კავკასიის უნივერსიტეტში, უცხოელი სტუდენტებისათვის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ ინტეგრირებული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს ფილოლოგიის დოქტორ ნათია ფუტკარაძის ლექცია- ქართული ენის, ცნობილი ქართველი მწერლებისა და მოღვაწეების შესახებ; შეხვედრა ინგლისურ ენაზე წარიმართა, მოგვიანებით კი, პრაქტიკული დავალების შესასრულებლად, სტუდენტები ეწვივნენ თბილისის ზღვაზე მდებარე მონუმენტს – „საქართველოს მემატიანე“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინდოეთიდან და ნიგერიიდან ჩამოსული კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის მეორე კურსის სტუდენტები.