ინდოელი, სამხრეთ აფრიკელი და ირლანდიელი სტუდენტების მიღება CU კამპუსში

4 დეკემბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტმა სტუდენტებს ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ირლანდიიდან უმასპინძლა. სტუდენტებმა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე ჩააბარეს.

 

საღამოს დასაწყისში უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა, გიორგი მახარაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

 

ღონისძიებას დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამის ქართველი სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიების ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სტუდენტებთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.