ლექციების ციკლი -"რატომ ევროკავშირი?“ „ინდუსტრიული პოლიტიკის ევროპული ღირებულებები"

30 მარტი 2023

გრძელდება საჯარო ლექციების ციკლი "რატომ ევროკავშირი?" 29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნი მაღაზია „ლიბრარეა“-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "რატომ ევროკავშირი? ინდუსტრიული პოლიტიკის ევროპული ღირებულებები".

 

ლექცია ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა თენგიზ ვერულავამ.

 

ევროკავშირის ინდუსტრიული პოლიტიკა ხაზს უსვამს სახელმწიფოს გადამწყვეტ როლს ეკონომიკური ზრდის ასამაღლებლად. ინდუსტრიული პოლიტიკა სახელმწიფოს სტრატეგიული ძალისხმევაა ეკონომიკური გარდაქმნების წასახალისებლად და მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობების ზრდას. ინდუსტრიული პოლიტიკის მეშვეობით სახელმწიფო ცდილობს დააჩქაროს ინდუსტრიის ადაპტაცია სტრუქტურულ ცვლილებებთან, ხელი შეუწყოს ინოვაციების, კვლევისა და ტექნოლოგიურ განვითარებას.

 

ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.