საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “BMC Health Services Research” (გამომცემელი Springer Nature) გამოქვეყნდა ლეილა კარიმის სტატია “Between silence and solutions: a global guideline review of long COVID care and services in Australia”.
იხილეთ სტატიის ბმული.
ლეილა კარიმი (ფსიქოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი), კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) პროფესორია.
Shiqi Luo, Zhen Zheng, Leila Karimi, Magdalena Plebanski, et al. (2026). Between silence and solutions: a global guideline review of long COVID care and services in Australia. BMC Health Services Research. Springer Nature. https://doi.org/10.1186/s12913-026-14268-w
ჟურნალი „BMC Health Services Research“ სიმაგოს ჟურნალების რეიტინგით (SJR - SCImago Journal Ranking) მიეკუთვნება Q1-დონეს, ასევე ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 5.5,
იხ. სტატია.
რეზიუმე
COVID-19-ის პანდემიის მწვავე ფაზის დასრულებისა და გრძელვადიან მართვაზე გადასვლის ფონზე, ინფექციის ხანგრძლივი შედეგები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. „ხანგრძლივი კოვიდი“ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სისტემებისთვის, რადგან ბევრ მედიკოსს არ აქვს მკაფიო ინფორმაცია პაციენტების შეფასებისა და შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართების გზებზე. წინამდებარე კვლევა აანალიზებს ბოლო პერიოდის საერთაშორისო გაიდლაინებს, რათა გამოავლინოს არსებული რეკომენდაციებისა და რეალური პრაქტიკის შეუსაბამობა.
საერთაშორისო გაიდლაინები ხაზს უსვამს ინტეგრირებულ, პირველად ჯანდაცვაზე (ოჯახის ექიმებზე) დაფუძნებულ მიდგომებს. თუმცა, მაგალითად, ავსტრალიაში მომსახურების მიწოდება კვლავ ფრაგმენტულია; აქ იზრდება იმ კერძო სერვისების რაოდენობა, რომლებსაც პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები მართავენ და ძირითადად ფასიანი მომსახურების (fee-for-service) მოდელით მუშაობენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხელმისაწვდომობას.
