თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნდა

8 ივნისი 2023

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Bulletin of the Georgian National Academy of Sciences” გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი Managed Competition and Health Insurance Reforms in Georgia”.

 

Tengiz Verulava (2023). Managed Competition and Health Insurance Reforms in Georgia. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 17(1):175-180 [Link] [Google Scholar]

 

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

სტატიის ბმული.

 

ანოტაცია

 

ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდა ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმია ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემა. კონკურენტულ სისტემაში სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების მართვას ახორციელებს არა ერთი ორგანიზაცია, არამედ მრავალი გადამხდელი სუბიექტი (სადაზღვევო კომპანიები), რაც ქმნის მათ შორის კონკურენციას. თავის მხრივ, სახელმწიფო ახდენს კონკურენციის რეგულირებას სოციალური მიზნების მისაღწევად. კონკურენციისა და რეგულირების ასეთ სიმბიოზს მართულ კონკურენციას უწოდებენ. კონკურენტული სადაზღვევო მოდელი ზრდის დაზღვეულთა მიერ მზღვეველის თავისუფალ არჩევანს, სამედიცინო მომსახურების ხარისხს, დადებით გავლენას ახდენს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების ეფექტურ მართვაზე, ჯანდაცვის ხარჯების ზრდის შეკავებაზე, სადაზღვევო პროდუქტთა გამჭვირვალობაზე და დაზღვეულთა ინფორმირებულობაზე. კვლევის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში კონკურენტული სადაზღვევო მოდელის განვითარების თავისებურებების შესწავლა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში 2008-2010 წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად დაინერგა კონკურენტული სადაზღვევო სისტემა. თუმცა, 2010 წლიდან სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენცია შეიცვალა შესაბამის რაიონში მონოპოლური სადაზღვევო სისტემით. კონკურენტული სადაზღვევო მოდელიდან რაიონული მონოპოლურ სადაზღვევო მოდელზე გადასვლის შედეგად, შეიზღუდა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამის მოსარგებლეთა მიერ როგორც მზღვეველის, ისე პროვაიდერის თავისუფალი არჩევანის უფლება, რამაც უარყოფითად იმოქმედა დაზღვეულთა კმაყოფილებაზე.