წიგნი - "ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში"

28 ივლისი 2023

გამოიცა წიგნი "ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში".

 

წიგნის ავტორები არიან: ავთანდილ ჯორბენაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი 1993-2001 წლებში და თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.წიგნი ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა,"Assistance of the United States of America in the development of the health care system of Georgia".

 

წიგნი განთავსდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში. წიგნი ხელმისაწვდომია ელექტრონულ ფორმატში.

 

ფასდაუდებელია ამერიკელი ხალხისა და მთავრობის წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში, მის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ასევე, უმნიშვნელოვანესია აშშ-ის დამსახურება დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კრიზისიდან გამოყვანაში, მის შემდგომ რეფორმირებასა და განვითარებაში. ამ უაღრესად რთულ პერიოდში აშშ-ის დახმარებით უამრავი ადამიანი გადაურჩა შიმშილს, ავადმყოფობას, სიკვდილს და გაიუმჯობესა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

აშშ-ის „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველომ აშშ-სგან 28 წლის განმავლობაში, 1992-2020 წლის ჩათვლით, დახმარების სახით სხვადასხვა მიზნისთვის $4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) მიიღო. CRS-ის მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა. ეს ფაქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას  დაეხმაროს ქართველ ხალხს, მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის, ეკონომიკური წინსვლისთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის თანადგომა.

 

საქართველოსთვის ამერიკული დახმარება შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ: ჰუმანიტარული დახმარება (მედიკამენტები და სამედიცინო სახარჯი მასალა), ტექნიკური დახმარება (ქვეყანაში მედიცინის ახალი მიმართულებების შემოტანა, სამედიცინო პერსონალის და საზოგადოების განათლების ამაღლება, ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა (აშშ-ის სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ფონდებთან, სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების, პროგრამების და კვლევების გაკეთება). ეს ფაქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას  დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყნის კეთილდღეობის და ეკონომიკური წინსვლის მიღწევაში.

 

ქართველი და ამერიკელი ხალხები 30 წელზე მეტია ვაშენებთ მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის ხიდებს, რომელიც ემყარება თანაზიარ ღირებულებებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ქართველ და ამერიკელ ხალხებს გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორული ურთიერთობის მყარი გამოცდილება და კიდევ ბევრი გვაქვს ერთად სამუშაო წლობით ჩამოყალიბებული საიმედო მეგობრობის გასამტკიცებლად.