გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Al-Kindy College Medical Journal“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები “Pregnant Mothers’ Knowledge, Attitude, and Practice Towards Prevention of Iron Deficiency Anemia in Georgia”.
ნაშრომის ავტორები არიან: კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, მედიცინის დოქტორი თენგიზ ვერულავა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ინგა გოგუა.
სტატიის ბმული.
ჟურნალი „Al-Kindy College Medical Journal“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
რეზიუმე:
ორსულთა ანემია თანამედროვე გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევაა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. კვლევა მიზნად ისახავდა ორსული ქალების ცოდნის, დამოკიდებულებებისა და აღქმის შესწავლას რკინადეფიციტური ანემიის თავიდან ასაცილებლად. კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა ორსულ ქალს ჰქონდა გარკვეული ცოდნა რკინადეფიციტური ანემიის შესახებ. თუმცა, ინფორმირებულობის მიუხედავად, ორსულთა უმეტესობას არ ჰქონდა ანემიის მიზეზების და რისკ-ფაქტორების შესახებ ცოდნა. ჯანსაღი კვების ერთ-ერთ დაბრკოლებად დასახელდა საკვების შესაძენად ფინანსური პრობლემები, ასევე კულტურული ბარიერები. ორსული ქალების უმეტესობა ინფორმაციას რკინადეფიციტური ანემიის შესახებ არ იღებს ოჯახის ექიმისგან, რაც მიუთითებს ოჯახის ექიმის შეზღუდულ როლზე რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკაში. ანემიის პრევენციის შესახებ გარკვეული ცოდნის მიუხედავად, მისი გავრცელება კვლავ მაღალია, რაც მიუთითებს ანემიის ცოდნასა და ჯანსაღ ქცევას შორის სუსტ კავშირზე. პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა საზოგადოების მეტი ჩართულობა და პოლიტიკის შემქმნელთა ეფექტიანი ჩარევა, დაავადების პრევენციის მეთოდების გაუმჯობესება, ოჯახის ექიმების მეტი მონაწილეობა.