კავკასიის უნივერსიტეტში, მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის, ჩატარდა ულტრასაუნდის აკადემიის ინტერაქტიული მასტერკლასი, რომლის მიზანი იყო სტუდენტების გაცნობა თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობებთან, რადიოლოგიის განვითარების ტენდენციებთან და ხელოვნური ინტელექტის როლთან მედიცინაში.
ღონისძიება აერთიანებდა თეორიულ პრეზენტაციას, პრაქტიკულ დემონსტრაციასა და სიმულაციურ სწავლებას. სტუდენტებმა იმუშავეს ულტრაბგერით აპარატთან, გაეცნენ საბაზისო სკანირების პრინციპებს, სენსორების სწორ შერჩევას და ნორმალური ანატომიის ამოცნობას.
მასტერკლასმა ხელი შეუწყო სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარებას რადიოლოგიისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით.
