ზურაბ ტყეშელაშვილის ვორკშოპი ორთოპედიაზე

7 ოქტომბერი 2024

2 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას ესტუმრნენ  ექიმი-რეზიდენტი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ზურაბ ტყეშელაშვილი და ზოგადი ქირურგიის უმცროსი ექიმი, ალექსანდრე ლაღიძე.

 

სტუდენტებს ჩაუტარდათ თეორიული  და  პრაქტიკული კურსები 4-ჰოსპიტალსის ორთოპედიული აღჭურვილობით.   აღნიშნული კურსი მოიცავდა ინტენსიურ პრაქტიკებს მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალურ ენდოპროთეზირებასა და ქირურგიული კერვის ტექნიკებში.