CSG-ის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას სტატია ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში

28 ივნისი 2021

 

ჟურნალში «Analysis and Existence» გამოქვეყნდა სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას სტატია "ტოლერანტობის პარადოქსები: დეკონსტრუქციული ვერსია".

 

სტატიაში ავტორი აკრიტიკებს ტოლერანტობის იმ კონცეფციას, რომელსაც ნეოკანტიანური, დეონტოლოგიური ლიბერალიზმი უჭერს მხარს. ამ კონცეფციის მიხედვით, რომელსაც იურგენ ჰაბერმასი და რაინერ ფორსტი იზიარებენ, ტოლერანტობის პარადოქსების გადალახვა  უნივერსალისტური მორალური ნორმებით არის შესაძლებელი. ავტორი ამტკიცებს, რომ ტოლერანტობის პარადოქსების გადალახვის ეს მეთოდი მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდება. ამიტომ, მათი უარყოფის ნაცვლად, საჭიროა პარადოქსების კვაზი ტრანსცენდენტალურ მოცემულობებად აღიარება. ამაში ჟაკ დერიდას დეკონსტრუქცია გამოგვადგება. ავტორი ამტკიცებს, რომ დეკონსტრუქციას შეუძლია ტოლერანტობის ლიბერალურ კონცეფციას ახალი სიცოცხლე შთაბეროს.

 

ჟურნალი 2005 წლიდან გამოიცემა პოლონურ, გერმანულ და ინგლისურ ენაზე და ინდექსირებულია ERIH PLUS და SCOPUS-ის აკადემიურ ბაზებში.