16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, გაიმართა პროექტის „ევროპა - მეტი შესაძლებლობები“ დახურვის ღონისძიება.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ.
შეხვედრაზე პროექტის გუნდმა გააანალიზა პროექტის შედეგები და დასახა სამომავლო გეგმები.
პროექტის „ევროპა - მეტი შესაძლებლობების“ ფარგლებში საქართველოს 5 მუნიციპალიტეტის 60 სოფლეში გაიმართა ცნობიერების ამაღლების კამპანია, ასოცირების შეთანხმების თემაზე. პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლები და საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.
პროექტში ჩართული იყო 20-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, რომელთაც შეხვედრები რეგიონებში, ადგილობრივ მოსახლოებასთან, ჩაატარეს.