CSG-ის სტუდენტი ჩინეთის მთავრობის სტიპენდიანტი გახდა

11 იანვარი
სახელმწიფო მართვის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი ჩინეთის მთავრობის სტიპენდიას კულტურული გაცვლითი პროგრამისთვის მიიღებს და ერთწლიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას გააგრძელებს შანხაის პოლიტიკური მეცნიერებებისა და სამართლის უნივერსიტეტში - Shanghai University of Political Science and Law. 

აღსანიშნავია, რომ სტიპენდია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ მხოლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტისთვის გამოყო. სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდა იმ სტუდენტს, ვინც კავკასიის უნივერსიტეტში მოქმედი ჩინური ენის კურსებზეა დარეგისტირებული. კურსებზე დარეგისტრირებულ სტუდენტთა შორის ნინო ჩალაბაშვილი თავად უნივერსიტეტმა შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ ჩინური ენის შემსწავლელი უფასო კურსები კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ფუნქციონირებს.


{phocagallery view=category|categoryid=785|limitstart=0|limitcount=0}