ტრენინგი აბიტურიენტებისთვის  - მოლაპარაკებების ხელოვნება

24 თებერვალი 2018

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლამ საერთაშორისო ურთიერთობებითა და დიპლომატიით, პოლიტიკის მეცნიერებებითა და საჯარო მმართველობით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე "მოლაპარაკებების ხელოვნება.”

 

ტრენინგის ფარგლებში აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია მოლაპარაკებების სხვადასხვა სტრატეგიებისა და თეორიის შესახებ. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ თამაშში, რომლის დროსაც კონკრეტული საკითხის თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღეს და დასახული მიზნების მისაღწევად ერთმანეთს შორის მოლაპარაკებები გამართეს.

 

ტრენინგს გაუძღვა სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი, სხვადასხვა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ინტელექტ კლუბი „რა, სად, როდის“ მოაზროვნე, დოქტორი სერგი კაპანაძე.

 

მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.