CSG-ის ასოცირებული პროფესორის გრიგოლ ჯულუხიძის ვიზიტი ჰარვარდის უნივერსიტეტში

3 ნოემბერი 2025

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, გრიგოლ ჯულუხიძემ, მიწვეული სპიკერის სტატუსით ლექცია წაიკითხა ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის კვლევის დევისის ცენტრსა და ჰარვარდის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში.

 

გრიგოლ ჯულუხიძის მოხსენება ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები და ჰიბრიდული ომები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე. ლექცია შეეხო მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხებს და წვლილი შეიტანა მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის მიმდინარე დისკუსიებში, რეგიონული გეოპოლიტიკური სტრატეგიისა და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

 

ჰარვარდის უნივერსტეტში სტუმრობის ფარგლებში გრიგოლ ჯულუხიძემ გაცნობითი შეხვედრები გამართა ჰარვარდის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორებთან.