CSG-ის სტუდენტების შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტთან ზვიად აძინბაიასთან

11 მარტი 2019

11 მარტს, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტების შეხვედრა საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტთან ზვიად აძინბაიასთან.

 

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

 

  • დეზინფორმაციასთან ბრძოლა და დემოკრატიის გაძლიერება ტექნოლოგიებით;
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკა გლობალურ კონტექსტში;
  • სპიკერის გამოცდილება საერთაშორისო ჩართულობის თვალსაზრისით.

 

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დიალოგის რეჟიმში განეხილათ შეხვედრის თემატიკასთან და საერთაშორისო პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, გაცნობოდნენ სპიკერის პირად გამოცდილებას და მიეღოთ პროფესიული რჩევები.