20-23 ივლისს, ქ. ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ჩაატარა ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი ,,ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში“.
ტრენეინგ კურსში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის საუძველზე შერჩეულმა საჯარო მოხელეებმა, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მაღალი კურსის და მაგისტრატურა/დოქტორანტურის სტუდენტებმა, რომელთა საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვას საქართველოში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ამ პროცესის გაშუქებასა და კვლევას.
ტრენინგ კურსის ფარგლებში, პროექტზე მომუშავე ექსპერტემბა გააშუქეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა - შრომის სამართალი, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, კონკურენციის პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. კურსის მონაწილეებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკებს თანამედროვე რაკურსში. კურსის დასასრულს, ისინი ასევე გაეცნენ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს და მათ ფუნქციონირებას სიმულაციის მეშვეობით.
კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის - EUPOLTRANS – ის სერთიფიკატები.