CSG-ის პროფესორ გიორგი ცხადაიას მოხსენება კონფერენციაზე, მილანი

21 ოქტომბერი 2025

25-26 ოქტომბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორმა, გიორგი ცხადაიამ მონაწილეობა მიიღო მილანის ვიტა-სალუტე სან რაფაელეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში.

 

კონფერენცია „ავტორიტეტი და ავტორიტარიზმი: მორალური, პოლიტიკური და ეპისტემოლოგიური საკითხები“ განიხილავდა ლიბერალური სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების ლეგიტიმურ გამოყენებასთან დაკავშირებულ მთავარ ფილოსოფიურ გამოწვევებს. კონფერენციის მიზანი ასევე იყო თანამედროვე არალიბერალური მმართველობის ფორმების წარმოშობის გამოკვლევა.

 

პროფესორ ცხადაიას მოხსენება „ავტონომიას, ჭეშმარიტებასა და მორალს შორის: ლიბერალური ავტორიტეტი და მისი საზღვრები“ ეხებოდა ლიბერალური დემოკრატიული რეჟიმების მიერ ძალაუფლების ლეგიტიმური გამოყენების ლიმიტებს.

 

ნაშრომში, პროფესორი ცხადაია ამტკიცებს, რომ ავტონომიის ლიბერალური კონცეფცია, რომელიც ლეგიტიმური სახელმწიფოს ქვაკუთხედს უნდა შეადგენდეს, შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ამართლებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იძულებითი ძალის გამოყენებას. ეს დასკვნა ვალიდურია იმის მიუხედავად, რომ, ერთი შეხედვით, ავტონომია, როგორც მორალური ღირებულება, მოკლებულია ძალადობრივ განზომილებას.