28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო ლექციების ციკლის „პოლიტიკის სემინარიის“ ფარგლებში, მორიგი საინტერესო ლექცია/დისკუსია გაიმართა პასიური საარჩევნო უფლების ასაკობრივი ზღვრის შემცირებასთან დაკავშირებით.
ლექცია წაიკითხა პოლიტიკის მეცნიერმა, პოლიტიკური პარტიის წევრმა და ამ იდეის აქტიურმა მხარდამჭერმა, 22 წლის ცოტნე კობერიძემ.
დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა სტუმრები. საჯარო ლექციათა ციკლი „პოლიტიკის სემინარია“ სამომავლოდ რიგით მესამე ლექციის ჩატარებას გეგმავს.