CSG სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

28 ივნისი 2019

29 ივნისს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის „დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა“ და „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის შესაბამისი სამაგისტრო პროგრამების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და მოწვეული ლექტორები - ეკა აკობია, თამარ ჩარკვიანი, გიორგი მუჩაიძე, ემირ ეთერია, ირაკლი მელაშვილი.

 

ნაშრომები წარმოდგენილი იყო შემდეგ თემებზე:

 

დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები

 

  1. ირაკლი კეკუტია - ,,ევროპაში რუსული ენერგოპროექტების შედარებითი ანალიზი“;

ხელმძღვანელი: ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

  1. კელაურაძე თინათინ - ,,კიბერუსაფრთხოების როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში: საქართველოსა და ესტონეთის მაგალითები“.

ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი

 

საჯარო მმართველობა

 

  1. ელენე ზარიძე - ,,მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში“

ხელმძრვანელი: ირაკლი მელაშვილი, მოწვეული ლექტორი, სამართალმცოდნე.