გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე

22 იანვარი 2018

22 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.

 

აქტივობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 150 სტუდენტმა, რომლიდანაც 40 დონორი იყო ვარგისი.

 

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი, ჩაბარებულ სისხლს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოახმარს.

 

აქცია ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის, CSG-ის პირველი კურსის სტუდენტების ინიციატივით.