31 ოქტომბერს, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტს, ტამპერეს მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, მარკო ლეჰტი ესტუმრა. მან კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის ჩაატარა სემინარი მშვიდობის კვლევების თემაზე.
პროფესორმა ლეჰტიმ სტუდენტებთან ისაუბრა მედიაციის სკანდინავიურ სკოლაზე და იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რასაც კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფოები აწყდებიან. მან ასევე ხაზი გაუსვა დიალოგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას და მიმოიხილა გზები, რომლებიც სახელმწიფოებმა შეიძლება გამოიყენონ მშვიდობის მისაღწევად.
სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.