CSG-ის ჟან მონეს საზაფხულო სკოლა

1 სექტემბერი 2018

1-ლ სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საზაფხულო სკოლა „ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა“ დასრულდა.

 

პროექტი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სკოლას უძღვებოდა სახელმწიფო მართვის სკოლის ჟან მონეს პროფესორი, სერგი კაპანაძე. სასწავლო დღის წესრიგი მოიცავდა ევროკავშირის და ევროინტეგრაციის შესახებ ყველა ფუნდამენტურ საკითხს. სწავლების ფორმა იყო ინტერაქციული და მოიცავდა სიმულაციურ თამაშს.

 

საზაფხულო სკოლა პროექტის „ევროინტეგრაციის შესახებ სწავლების ხელშეწყობა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. სხვადასხვა უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.