შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

19 ოქტომბერი 2018

19 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო  მართვის  სკოლის დეკანი, ეკა აკობია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია - „International Alert“- ის წარმომადგენლებს - ორგანიზაციის „კავკასია“ რეგიონულ მენეჯერს, სოფია პუსლისა და ევრაზიის პროგრამის ოფიცერს, კამილ მარკუიტს შეხვდა.

 

ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის ამჟამინდელი საქმიანობით და სამომავლო პროექტებით.

 

სტუმრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ინსტიტუტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. მათივე ინიციატივით, ინსტიტუტის ბიბლიოთეკას გადაეცემა ორიგანიზაციის პუბლიკაციები.