თამარ კინწურაშვილის საჯარო ლექცია

22 მაისი 2019

22 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ჟან მონეს კათედრის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თამარ კინწურაშვილის საჯარო ლექცია თემაზე - ,,ანტიდასავლური პროპაგანდა და სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაცია“.

 

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: - ანტიდასავლური გზავნილები და მათი წყაროები, პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები და სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაცია.

 

ლექციის მიზანი იყო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და სახელმწიფოს სტრატეგიულ კომუნიკაციაზე სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მათი დაინტერესება.

 

ლექციის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.