სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG)

7 ივლისი 2023

6 ივლისს გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.

 

კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ეკა აკობია, დეკანი, აფილირებული პროფესორი; ემირ ეთერია, აფილირებული პროფესორი; გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი; გიორგი ცხადაია, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 

  1. ირაკლი სვანიძე - ,,ეკონომიკური დამოკიდებულების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე: რუსეთ-საქართველოს მაგალითი“

ხელმძღვანელი: ემირ ეთერია, პროფესორი

 

  1. მაია სამხარაძე - ,,უკრაინული ნაციონალიზმის ცვლილება ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად“

ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, აფილირებული ასოცირებული პროფესორი

 

  1. ომარ ბაბუნაშვილი - ,,ჰიბრიდული ომი, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ახალი გამოწვევა რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“

ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი

 

  1. მათე ბახტაძე - ,,ბრაზილია და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის კრიზისი“

ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, აფილირებული ასოცირებული პროფესორი

 

  1. სამუელ ჩხაიძე - ,,ახალი ცივი ომის კონცეფცია" ცივი ომის შემდგომ რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების კონტექსტში“

ხელმძღვანელი: ცოტნე ჭანტურია, მოწვეული ლექტორი

 

  1. დავით კაპანაძემ - ,,რუსეთის მიერ დაცვის პასუხისმგებლობის (R2P) ტერმინოლოგიის გამოყენების უკან მდგომი სტრატეგიული მიზნები“

ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, აფილირებული ასოცირებული პროფესორი

 

  1. დავით ახალაძე - ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფორმატები და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები“

ხელმძღვანელი: ლავრენტი გერაძე, მოწვეული ლექტორი.