პაველ სლუნკინის საჯარო ლექცია

21 მაისი 2021

 

20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართა პაველ სლუნკინის ვებინარი თემაზე - ,,ბელარუსის რესპუბლიკა: საშინაო და საგარეო პოლტიკა: უახლესი ისტორია და პარალელები“.

 

შეხვედრაზე განიხილეს შიდა პოლიტიკური ვითარება ბელარუსში, განსაკუთრებით, 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ, ასევე ისაუბრეს ბელარუსის საგარეო პოლიტიკაზე. 

 

ლექციის მიზანი იყო ბელარუსში პოსტ-საარჩევნო ვითარების გაშუქება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური განვითარების კონტექსტში და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება.

 

ლექციის დასასრულს სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.