კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის სტატია ამერიკის მუსიკოლოგიური საზოგადოების ჟურნალში

14 ოქტომბერი 2024

ამერიკის მუსიკოლოგიური საზოგადოების პრესტიჟულ ჟურნალში კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის ნანა შარიქაძის თანაავტორობით აკადემიური სტატია გამოქვეყნდა. სტატია ეხება ქართული და უკრაინული მუსიკის საბჭოთა კოლონიური მემკვიდრეობისაგან გათავისუფლების პერსპექტივებს და გამოწვევებს.

 

სტატია შესრულებულია თბილისის კონსერვატორიის ასოცირებულ პროფესორთან მაია სიგუასთან და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორთან პიტერ ჯ. შმელცთან თანაავტორობით. ამერიკის მუსიკოლოგიური საზოგადოების ჟურნალი დარგში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ აკადემიურ გამოცემას წარმოადგენს.

 

ჟურნალი ინდექსირებულია არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.