6 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებების სკოლის და ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, CSH-ის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჭავჭავაძის ცენტრის ფოკუს ჯგუფში, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეორგოლების შეფასებას შიდაპარტიული დემოკრატიის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებმა ნახეს სამი ვიდეორგოლი და დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გააანალიზეს ვიდეორგოლების შინაარსი, ფორმა და მათი ზემოქმედების ხარისხი პოტენციურ სამიზნე აუდიტორიაზე.
ღონისძიება გახსნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, დავით ნატროშვილმა. ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლებმა, ზაზა ბიბილაშვილმა და ნინო კალანდაძემ წარადგინეს ცენტრის პროექტი „შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში“ და მონაწილეებს გააცნეს ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეორგოლების მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის.
ფოკუს ჯგუფის დისკუსია წარიმართა კავკასიის უნივერსიტეტის და ჭავჭავაძის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო.