მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში

11 ნოემბერი 2024

7-8 ნოემბერს, ჩისინაუში, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ინტეგრაცია კვლევისა და ინოვაციის მეშვეობით”  ჩატარდა.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ეკონომიკის, სამართლის მიმართულებით შეეხო დღეს არსებულ გამოწვევებსა და მეცნიერების თითოეული დარგის მნიშვნელობას მშვიდობისა და განვითარებისათვის ბრძოლაში.

 

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურმა ხელმძღვანელმა, ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) პროფესორმა გურანდა ჭელიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის მუშაობაში. მან ჟან მონეს კათედრის EU4JUST სექციის ფარგლებში წარადგინა მოხსენება ევროპისმცოდნეობის პროგრამის ფარგლებში, ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ სექციის ერთი პანელი მთლიანად მიეძღვნა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხებს და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლების, ჟან მონეს კათედრების  პროფესორებმა. კვლევები წარმოადგინეს ასევე მოლდოველმა და რუმინელმა მკვლევრებმა. მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გაიმართა საინტერესო დისკუსია.