25 ივნისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნეირებათა სკოლაში შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა სოციოლოგიის და ევროპისმცოდნეობის პროგრამების სტუდენტებმა მიიღეს.
კონფერენცია გაიმართა ზუმის პლატფორმაზე, რომლის დროსაც გამოვლინდა გამარჯვებული სტუდენტები:
I ადგილი - ანი ხუციშვილი, თემის სახელწოდებაა: - ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმი
II ადგილი - სოფიო ბაქრაძე, თემი სახელწოდებაა: - „მწვანე შეთანხმება“ - სამომავლო პერსპექტივა და გავლენა საქართველოზე
III ადგილი - ანა არჩვაძე, თემი სახელწოდებაა: - საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი: ნეიტრალიტეტი თუ დასავლეთთან ინტეგრაცია?