CSH-ის და ჭავჭავაძის ცენტრის ერთობლივი ღონისძიება CU სტუდენტებისთვის

25 ნოემბერი 2021

24 ნოემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაიმართა კინოჩვენება და დისკუსია თემაზე - „სამოქალაქო მეხსიერება“.

 

ღონისძიების ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ჭავჭავაძის ცენტრის ეგიდით გადაღებული დოკუმენტური სერიები ფილმიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან“. ფილმი წარადგინეს და დისკუსია წარმართეს ისტორიკოსმა, პროფესორმა ბეჟან ჯავახიამ, ასევე ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლებმა ზაზა ბიბილაშვილმა და ნინო კალანდაძემ.

 

განხილვის ფარგლებში, სტუდენტებმა განიხილეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ისტორიული და თანამედროვე გამოწვევები, იმსჯელეს ისტორიულ პარალელებზე და მათ მნიშვნელობაზე.

 

პროექტი „სამოქალაქო მეხსიერება“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

 

კინოჩვენებების ციკლის მხარდამჭერია ნიდერლანდების პოლიტიკური ფონდი IDI/D66.