CSH-ის სტუდენტები ჟან მონეს კათედრის საზაფხულო სკოლაში

31 ივლისი 2023

25-28 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ მუშაობაში, მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა - ელენე გუდაძემ და ჯაბა ჯამასპიშვილმა.

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, ევროპის კავშირის ინსტიტუტებს, კონსტიტუციური დემოკრატიის ძირითად გამოწვევებს, ასევე აემაღლებინათ ცოდნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტების შესახებ.  სტუდენტები ჩაერთვნენ ლექცია-სემინარებსა და დისკუსიებში, სტუმრობდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოინახულეს პეტრას ციხე.