30 ივლისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, ანუკა ხაფავას სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გაიმართა. სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფესორი მზია თედიაშვილი, ასოცირებული პროფესორი შალვა მამინაშვილი და ასოცირებული პროფესორი ქეთევან აბდუშელიშვილი.
ნაშრომში, რომლის სათაურია „ემოციური გადაწვის სინდრომი სამედიცინო პერსონალს შორის“, შესწავლილია მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა შორის ემოციური (პროფესიული) გადაწვის წარმოქმნისა და განვითარების ხელისშემწყობი და ხელის შემშლელი პიროვნული თვისებები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ნაშრომი საქართველოში სამედიცინო პერსონალს შორის ემოციური გადაწვის სინდრომის ემპირიული კვლევის პირველ მცდელობას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებს სამეცნიეროს გარდა, პრაქტიკული ღირებულება აქვს და შესაძლოა სფეროში დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მათი გამოყენება.
მაგისტრანტმა ნაშრომი კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვა და უმაღლესი ქულით შეფასდა. სათათბირო ხმის უფლებით დაცვას ასევე ესწრებოდნენ სამაგიტრო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე ჩომახიძე და რეცენზენტი, პროფესორი ქეთევან ჩიგოგიძე.