კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა ნანა შარიქაძემ, 2026 წელს მოიპოვა კვლევითი სტიპენდია შვეიცარიის Paul Sacher Foundation-ში, ბაზელში.
ფონდი წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკალურ საარქივო და კვლევით ცენტრს, სადაც დაცულია სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორთა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, მათ შორის XX–XXI საუკუნეების არაერთი გამოჩენილი კომპოზიტორის პირადი და სამუშაო არქივები.
სტიპენდიის ფარგლებში ნანა შარიქაძე ორი თვის განმავლობაში მუშაობდა ფონდის არქივში დაცულ საბჭოთა ავანგარდის მასალებზე. იგი იკვლევდა კომპოზიტორთა ხელნაწერებს, სამუშაო ჩანაწერებსა და სხვა საარქივო დოკუმენტებს, რაც შესაძლებლობას იძლევა, კომპოზიტორთა შემოქმედებითი პროცესები უშუალოდ პირველწყაროებზე დაყრდნობით იქნეს შესწავლილი.
