CSH საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

18 ივლისი 2022

 

15  ივლისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში  საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

ევროპისცმოდნეობის და ისტორიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები წარმოადგინეს შემდეგ თემებზე: 

 

  • ბერიკიშვილი მაგდა - ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების ეფექტიანობა: სოფლის მეურნეობის მაგალითზე.

 

  • ბუბაშვილი ანა   - "ბრექსიტი და ევროკავშირ-დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივები"

 

  • ეჯიბიშვილი თამარ - "ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური განზომილება საქართველოს მაგალითზე"

 

  • გუჯეჯიანი სოფიო - საქართველო-უკრაინის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფთხოებაში.

 

  • ელიაშვილი ანანო - ევროპა ნოე ჟორდანიას საჯარო გამოსვლებში 1918-1921 წლებში.

 

  • ქარჩავა ანა - "საქართველოს საკითხი 1918-1921 წლების  ევროპის საგარეო პოლიტიკაში  გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მიხედვით.

 

  • კვირკველია მარიამ - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სისტემის მშენებლობა ევროპული გამოცდილების საფუძველზე.

 

  • ვარდიაშვილი გვანცა - საწარმოო ნარჩენების მართვა ევროკავშირსა და საქართველოში

 

  • ნადარაია გიორგი  - საქართველოს დაცული ტერიტორიების გაფართოება და დაახლოება ევროპის გარემოს დაცვის სივრცეში.

 

  • ნარიკაშვილი თეკლა - საქართველოს ადგილი ევროკავშირ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს შორის.

 

  • ჩოხელი ნინო - „ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ,საავტომობილო ტრანსპორტის სექტორში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები - გამოწვევები და პერსპექტივები“

 

  • ხუბაევი თამარ  - ბალტიისპირეთის ქვეყნების გზა ევროკავშირისკენ: გამოცდილება საქართველოსთვის.

 

  • არჩვაძე ანა - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

 

  • ბაქრაძე სოფიო - საქართველო NATO-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში.

 

  • ხვისტანი ნინო - "თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორები"

 

  • ბზუკაშვილი ნინო - ქართველი ქალები გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში (როდამ დედოფალი)"

 

  • ცანდიშვილი მარიამ - ქართველთა გაქრისტიანება.




კომისიის წევრები იყვნენ:

 

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი

ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი გურანდა ჭელიძე

სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი

მოწვეული ლექტორი  ნანა ფირცხელანი

მოწვეული ლექტორი სალომე ჭანტურიძე

მოწვეული ლექტორი კახაბერ ჯანელიძე

 

სტუდენტებმა წარმატებით დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომები. თემების წარდგენას თან ახლდა საინტერესო დისკუსიები რა დროსაც სტუდენტებმა გამოავლინეს თემის ფარგლებში შერჩეული საკვლევი საკითხის სიღრმისეული ცოდნა, ანალიტიკური მსჯელობის და სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარები.