CSH-ის შიდა სასკოლო-სამეცნიერო კონფერენცია

28 მაისი 2018

28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის შიდა სასკოლო-სამეცნიერო კონფერენცია.

 

კონფერენციის კომისიის წევრები იყვნენ: დავით ნატროშვილი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, თემურ ხუციშვილი - სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი, გურანდა ჭელიძე - პროფესორი, ნანა ვაშაკიძე - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორი, თინათინ გიორგაძე - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი.

 

სასკოლო-სამეცნიერო კონფერენცია შედგებოდა სამი სექციისგან და მასში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა სტუდენტმა, რომელთა შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

 

I ადგილი - საბა ბაზლიძე საკონფერენციო თემა - „სოციალური არასრულფასოვნება და სოციალური კონპეტენცია"

 

II ადგილი - ნიკოლოზ კოდუა საკონფერენციო თემა - „თითოეული უბედური ოჯახი, უბედურია თავისებურად“

 

III ადგილი - ელა სხირტლაძე საკონფერენციო თემა - „ცრურწმენები და სტერეოტიპები აუტიზმის შესახებ“

 

კონფერენციის ბოლოს, სტუდენტებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულებს, დამატებით წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები.