გავიცნოთ ევროპა. ევროპა ჩვენი არჩევანია

7 მაისი 2019

7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა მარიამ სირაბიძემ და თათია შეწირულმა თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეთათვის, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ და სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „კრეატივის“ მოწვევით, ევროპის დღეებთან დაკავშირებით ჩაატარეს გაკვეთილი თემაზე: „გავიცნოთ ევროპა. ევროპა ჩემი არჩევანია.“

 

სტუდენტებმა ისაუბრეს ევროპის ისტორიის, ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების, სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროპული არჩევანისა და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივების შესახებ. გაკვეთილი ჩატარდა 162-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნანა ჩხეიძისა და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის, ევროპისმცოდნეობის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის გურანდა ჭელიძის თანადგომით.